ზარქუა: აქციები ეკონომიკურ ზრდას აფერხებს

რასაც ეს აქციები, რადიკალიზმი და მათი ავტორები აკეთებენ, ჩვენს ქვეყანას ვნებს, ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. როგორც კი რაღაც ფსევდოლიბერალური გამოხტომები დაიწყო, შესაბამისად, ეს კომპანიების აქციებზეც აისახა […]
მინდა, ხალხს ვუთხრა – მომავალშიც, როცა აქციები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ. იგივე ეს ხელმოცარულები და ჩახდილები ვინც არიან: გიჟი ჯაფარიძე, რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარია და ასევე, დანარჩენი ხელმოცარულები. კიდევ ერთხელ, რადიკალიზმი და აქციები საქართველოს აზარალებს.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მ. დღეს, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა.