გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს, მას შსს პოლიციელზე თავდასხმას ედავება

შსს-მ თბილისში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გიორგი ოკმელაშვილი დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ო.-მ 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, -ს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა”. – წერია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დღეს, 15 მაისს სარეკლამო კომპანია ლიმონში შსს და საგადასახადო სამსახური შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. ამ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სწორედ გიორგი ოკმელაშვილია.
აღსანიშნია, რომ ჩხრეკას ადვოკატი არ დაესწრო.