საფრანგეთის ელჩი საქართველოში – ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს

ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს, – ასე ეხმაურება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
„ევროკავშირი ქართველ ხალხს და დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ მათ არჩევანს მხარს უჭერს. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიოს კანონი, რომელიც ორივე არჩევანს ძირს უთხრის. ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს“, – წერს შერაზ გასრი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს