“როცა მთავრობამ დასვენების დღეები გამოაცხადა, ეს არ იწვევდა სასწავლო პროცესის შეფერხებას?” – “ალტერბრიჯის” რექტორი

“როცა მთავრობამ დასვენების დღეები გამოაცხადა, ეს არ იწვევდა სასწავლო პროცესის შეფერხებას?” – “ალტერბრიჯის” რექტორი
უნივერსიტეტი ალტერბრიჯის რექტორი, ნაღია გოცაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და კომენტარებში წერს:
“ეს არის პირდაპირი მუქარა იმ ინსტიტუციების მიმართ, რომლებმაც ხელი არ მოვაწერეთ გაცხადებას! საინტერესოა, როცა მთავრობამ დაუგეგმავი დასვენების დღეები გამოაცხადა მაისის დასაწყისში, მაშინ რატომ არ მოხდა ცენტრის მხრიდან რეაგირება? ასეთი გადაწყვეტილებები არ იწვევს სასწავლო პროცესის შეფერხებას? აქვე გეტყვით, რომ Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ მიმდინარე პროცესების მიუხედავად, ჩვენმა სტუდენტებმა სრულად მიიღონ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული განათლება და არც ერთი პროგრამის მიზნების მიღწევას არანაირი საფრთხე არ შეექმნება! ასევე, შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მისიაა თითოეული ახალგაზრდა ჩამოაყალიბოს ჯერ პიროვნულად და შემდეგ პროფესიულად! ასწავლოს ღირსება, ღირებულებები, ქცევა და თავისუფალი აზროვნება.. ტრანსფორმაციული განათლებაა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნის საფუძველი და არა ჩარჩოში ჩასმული ინდუსტრიული სწავლება, რომელიც ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას!”

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – „სამართლიან არჩევნებს“ პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ