საქველმოქმედო ფორდი “ქართუ” ისანში 16 კორპუსის აშენებას გეგმავს – გრგ-ს დეტალები

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” 16 შენობისგან შემდგარი უბნის მშენებლობას გეგმავს.
გარემოს რეგულირების გეგმა საკრებულოსთან უკვე შეთანხმებულია. გრგ-ში ბოლო ცვლილებები 2024 წლის 2 მაისს შევიდა. კორექტირებული დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორია მოიცავს გაბრიელ სალოსის გამზირს 116-დან 124 ნომრამდე. წარდგენილი განცხადების მიხედვით, ყველაზე დაბალი შენობა 10 -სართულიანი, ყველაზე მაღალი შენობა კი, 36-სართულიანი იქნება.
კომპლექსში ჯამში ნავარაუდევი ბინების რაოდენობა 2500 ერთეულია. მათი საცხოვრებელი ინტენსივობის კ-2 ფართობი დაახლოებით შეადგენს 202592 კვ.მ-ს.
ფეხსაცმელების ფაბრიკის ყოფილ ტერიტორიას, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამი მფლობელი ჰყავს: