მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც ვმუშაობ უკვე რამდენიმე კვირაა. პლატფორმა ჩამოყალიბებულია და ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის ის ერთობლიობა გადაწყვეტილებების, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთიანად და მობილიზებულად. რომელიც ამ არჩვენებით დააყენებს თავის გზაზე საქართველოს.
ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე.
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.