რუსული კანონი, ივანიშვილის კონსპირაციები — რა საკითხები განიხილა ო’ბრაიენმა საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა თქვა, რომ საქართველოში ვიზიტისას განხილვების არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა, სადავო კანონპროექტის გარდა, იყო „ქართული ოცნების“ ლიდერთა დამოკიდებულებები -სთან საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე.
„ჩვენ ჩამოვედით იმიტომ, აშშ ძალიან აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც პარლამენტში მიიღება, კითხვის ნიშანს გვიჩენს, იზიარებს თუ არა ამავე ინტერესებს საქართველოს მთავრობა,“ — განაცხადა ობრაიენმა.
სახელმწიფო მდივან ბლინკენის თანაშემწემ ისაუბრა იმ ექვსმილიარდიან დახმარებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 30 წლის განმავლობაშ გაუწია — დაწყებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში დახმარებით, დამთავრებული სამხედრო დახმარებით.
„თუკი ეს კანონი დარჩება იმ ფორმით, როგორც ეს დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუკი დავინახავთ, რომ არის დემოკრატიის შესუსტება და ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რა თქმა უნდა, აშშ-დან იქნება გარკვეული შეზღუდვები. პირველ რიგში, ეს შეზღუდვები შეეხება ფინანსურ მხარესა და მოგზაურობას კონკრეტული ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ამ ქმედებებზე,“ — თქვა ჯეიმს ო’ბრაიენმა, რომელიც დღეს, 14 მაისს, თბილისს ეწვია.
მისივე თქმით, „როგორც უშუალოდ კანონი, ისე მისი მიღების პროცესი, სცდება ამ სტანდარტებს და იმედი გვაქვს, რომ იქნება მეტი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა გამჭვირვალობის სტანდარტები საქართველოში შეესაბამებოდეს ევროპულს,“ — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა.
თუმცა ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ კანონზე საუბარი დისკუსიის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო და ამ საუაბრში არანაკლები ადგილი დაიკავა „ოცნებისა“ და ივანიშვილის კონსპირაციებმა.
„რაც ვახსენე კანონთან დაკავშირებით, იყო მცირე მიმართულება ფართო საუბრებისა. ეს ფართო საუბრები შეეხებოდა ქართული ოცნების ლიდერთა განცხადებებს, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია და საქართველომ არ უნდა შეასრულოს მათ მიერ დაკისრებული ვალდებულებები, თითქოს, დასავლეთში არის შეთქმულება, რათა „ქართული ოცნება“ ჩამოაცილონ ხელისუფლებას, მიუხედავად 12-წლიანი მჭიდრო თანამშრომლობისა. ეს ჰგავს რედითის გვერდის გაცოცხლებას [აღნიშნულ სოციალურ ქსელში პოპულარულია კონსპირაციებზე დისკუსიები. რედ]. ეს არარეალურია, არასწორია და არის სრული არგაგება იმ ურთიერთობებისა, რაც საერთაშორისო საზოგდოებას საქართველოსთან აქვს,“ — აღნიშნა ო’ბრაიენმა.
მისივე თქმით, ამისი მაგალითია ის შემთხვევაც, რაც უკავშირდება ს მიერ მასთან შეხვედრაზე უარს.
„პრემიერმინისტრმა მითხრა, რომ ივანიშვილი არ შემხვდებოდა, რადგან მის მიმართ დაწესებული გვაქვს დე ფაქტო სანქციები. მის მიმართ სანქციები არ არის დაწესებული. მსგავსად გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად რომ არის არასწორად ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და სამწუხაროა. პრემიერ-მინისტრისთვის იმის თქმა, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს არ შეუძლია შეხვდეს მას, ნიშნავს, რომ პირადი მიზანი დააყენო ქვეყნის იმ კონსტიტუციური ვალდებულების წინ, რაც გულისხმობს საერთაშორსიო პარტნიორებთან მეტ მუშაობას ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონი ამ ფართო საუბრის მცირე ნაწილი იყო,“ — აღნიშნა ბლინკენის მრჩეველმა.
როგორც ის ამბობს, მთავარია, არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც აშშ-საქართველოს შორის არსებობს.
„თუ დემონსტრაციები იქნება, ის უნდა იყოს მშვიდობიანი, პოლიცის ქმედება ასევე უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა იყოს ძალადობა დემონსტრანტებსა და სხვებზე, მათ სახლებთან, მათი კერძო საკუთრების წინააღმდეგ, რაც ბოლო დღეებში ხდებოდა. ყველა ადამიანი, ვინც ამ ძალადობაზეა პასუხისმგებელი, უნდა გასამართლდეს,“ — აღნიშნა ო’ბრაიენმა.
ჯეიმს ო’ბრაიენს ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, სთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.