აქციის მონაწილეების ნაწილმა გმირთა მოედნიდან მსვლელობით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირისკენ გაემართა

აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომლებიც გმირთა მოედანზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, მსვლელობით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა.
“მეტი ტერიტორია უნდა მოვიცვათ და ყველას გავაგებინოთ, რომ ვერ გაგვარუსებენ. ჩვენ ვართ საქართველო!
არ აყვეთ შესაძლო პროვოკაციებს, იყავით მშვიდად. გახსოვდეთ, რომ სასწრაფოს ყველა მანქანას ვუთმობთ გზას”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეების კიდევ ერთი ნაწილი მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირისკენ გაემართა და ამ ეტაპზე, სატრანსპორტო მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზეც შეზღუდულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო – საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარეა, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია – ანგარიშია პუტინი – 1, ევროპა – 0, თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ

სერგეი ლაგოდინსკი – ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის? – ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან