გიორგი ქადაგიძე – დაუმორჩილებლობა და პროტესტი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, ახალი მასშტაბი მიიღოს, რაც უნდა დამთავრდეს “ქართული ოცნების” ჩანაცვლებით კოალიციური მმართველობით

დაუმორჩილებლობა, პროტესტი სკიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, მიიღოს ახალი მასშტაბი, რაც საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა დამთავრდეს “ქართული ოცნების” ჩანაცვლებით კოალიციური მმართველობით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ “ინტერპრესნიუსს” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას ს პირისპირ ტოვებს.
“ქართული ოცნება” ამ გადაწყვეტილებით,ფაქტობრივად, გვტოვებს ჩვენი მთავარი მოკავშირეების: , ევროკავშირის და იმ ქვეყნების გარეშე, რომელიც არის გარანტი ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და მთელი ამ წლების განმავლობაში გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა ქართველ ხალხთან ერთად. ხელისუფლება გვტოვეს პირისპირ რუსეთთან,რაც არის უზარმაზარი საფრთხე ამ ქვეყნისთვის. შესაბამისად, დაუმორჩილებლობა, პროტესტი და ა.შ. კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, მიიღოს ახალი მასშტაბი, რაც საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა დამთავრდეს “ქართული ოცნების” ჩანაცვლებით კოალიციური მმართველობით”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის