მეუღლის ინფორმაციით, დაკავებული და ნაცემია “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას მეუღლის, სოფია ხაჭაპურიძის ინფორმაციით, დავით ქაცარავა დაკავებული და ნაცემია.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში მიჰყავთ.
„ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო! დაარეკვინეს ჩემთან!“ – წერს სოფია ხაჭაპურიძე.