ლევან ხაბეიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში საქმიანობას წყვეტს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წყვეტს როგორც საპარლამენტო საქმიანობას, ასევე 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში საქმიანობას. დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებით. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გადის თითოეული ქართველის მხარზე , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარზე გადის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.
„ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას, ერთადერთი ვეტოს რეჟიმში ბოლომდე ვიბრძოლებთ რუსული კანონის წინააღმდეგ და ასევე, მნიშვნელოვანია გაცნობოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება – 500-მდე საკრებულოს წევრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში წყვეტს მუშაობას საკრებულოებში და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებით. უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარზე გადის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ასევე, მინდა გითხრათ და გადმოგცეთ მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებიც ცხადია იქნებიან საქართველოს მოქალაქეების გვერდით“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ