აქციაზე დაკავებული ქაცარავა სასტიკადაა ნაცემი

დავით ქაცარავა, რომელიც პოლიციამ აქციაზე დააკავა, სასტიკად არის ნაცემი. მას სახეზე ეტყობა მძიმე დაზიანებები.
„ინგოროყვაში მიყავთ, დალეწეილი ვარო! დაარეკინეს ჩამთან!“ — წერს სოფო ხაჭაპურიძე, დავით ქაცარავას ცოლი.
ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმა ტელეარხმა, სადაც ჩანს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელთა კორდონისგან მოშორებით მდგარს როგორ მისცვივდნენ პოლიციელები და შეათრიეს კორდონს მიღმა.
მას დაკავების მომენტში სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა.
ნეტგაზეთი -სთან ცდილობს დეტალების გარკვევას.

ასევე დაგაინტერესებთ