“დიახ მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს!” – ლაზარე გრიგორიადისის დედა

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან, დაკავებულებს შორის ერთ-ერთია 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე . მის დაკავებას რადიო თავისუფლებას უდასტურებს მისი დედა. იგი დაკავების მომენტში რუსთაველის გამზირზე არ იმყოფებოდა, თუმცა თავისი შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიიღო ლაზარეს მეგობრისგან, რომელიც პარლამენტთან იყო.
“დიახ მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ, თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ს გზას!” – დაწერა მან შვილის დაკავების შემდეგ ფეისბუკზე.
პარლამენტის შენობასთან დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო “აგენტების კანონი” – დაკავებულთა რაოდენობის დაზუსტება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
საქართველოს პარლამენტმა “რუსულ კანონად” წოდებული სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღო – მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ