საფუძვლიანად არიან ინფორმირებულები, რა მავნებლობასაც ჩადის „ქართული ოცნება“ – ინსტრუმენტები ცნობილია, ყველაფერი აქვს შეერთებულ შტატებს, რაც შეიძლება მწარედ აისახოს „ქართული ოცნების“ ლიდერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გეგმები ვერ განხორციელდება, „ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს ქართველ ხალხს, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტრული დამოკიდებულებისა“.
„აშშ მიიღებს ყველა იმ ზომას, რომელიც ქართველ ხალხს სჭირდება, რათა დაცული იყოს დემოკრატიული მისწრაფებები. მთავარია, რომ ყველა ინსტრუმენტი აქვს აშშ-ს საკუთარ განკარგულებაში. ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ უფრო მეტად იქნება ქართველი ხალხის გვერდით, „ქართული ოცნების” გეგმები ჩაიფუშება. საფუძვლიანად არიან ინფორმირებულები, რა მავნებლობასაც ჩადის “ქართული ოცნება”. ინსტრუმენტები ცნობილია, ყველაფერი აქვს შეერთებულ შტატებს, რაც შეიძლება მწარედ აისახოს “ქართული ოცნების” ლიდერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგრამ, არ არის ეს მათი თვითმიზანი, მათი ამოცანაა დემოკრატიული მისწრაფებები დაცული იყოს”,-აღნიშნა ჯაფარიძემ.