პარლამენტთან აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მას ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ დაარტყა, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას აშუქებდა.
ამასთან, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას