შენგელიას მორიგი კარგი მატჩი და “ვირტუსის” გამარჯვება

ევროლიგის მეათე ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” საკუთარ მოედანზე “ფენერბახჩეს” 87:79 სძლია.
შენგელიამ 28:57 წუთში 15 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით კი თავის გუნდში საუკეთესო იყო.
25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტამბოლელთა ამერიკელი მძიმე ფორვარდი ჯონათან მოტლი გახდა, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 შეადგინა.
ბოლონიური” გუნდი 7 მოგებით მესამე ადგილზეა და 30 ნოემბერს გასვლაზე “ბაიერნს” შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ