პაპუაშვილმა თაკო ჩარკვიანი სხდომიდან გააძევა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი, , პლენარული სხდომიდან გააძევა. სიტყვით გამოსვლისას ჩარკვიანი უმრავლესობის წევრებს მიმართავდა: “მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება…გაიწვიეთ ეს კანონი, სამარცხვინო, მოღალატეობრივი…”
ჩარკვიანს პაპუაშვილმა ჯერ მიკროფონი გაუთიშა და შენიშვნა მისცა “სიძულვილის ენის გამოყენეისთვის.” ცოტა ხანში კი დარბაზი დაატოვებინა.
პლენარული სხდომა, სადაც ცოტა ხანში რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა უნდა დაიწყოს, დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს და პერიოდულად ფიზიკური დაპირისპირებაც ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ