ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე

ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე
აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე – ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის თქმით, ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე.
„დღეს გამჭვირვალობის კანონის მესამე მოსმენით განხილვაა, რაც ძალიან მოკლე პროცედურაა, თუმცა განცხადებების დღეა და ოპოზიციას საშუალება ქონდა, განცხადებების დროს ეთქვა, რატომ არის კანონი ცუდი, რა არ ვარგა ამ კანონში, რა არის მასში რუსული? ან რატომ არის დეკლარაციის შევსება და გამჭვირვალობა არაევროპული?! ხომ არ მოგისმენიათ ვინმეს რაიმე ოდნავ კონკრეტული? რა თქმა უნდა, არა! არც ერთი სიტყვა ამაზე! მხოლოდ ზოგადი, ყალბი მოწოდებები და ამან თქვა და იმან თქვა…
ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ნაცმოძრაობის წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე.
აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე – ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები!
ვინ აფინანსებს? – ამას ჯერ ვერ, მაგრამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაიგებს ქართული საზოგადოება!
ან ვეღარ დააფინანსებენ და მოუწევთ მხოლოდ იმ მართლაც კარგი საქმეების დაფინანსება, რომელიც ქართულ ინტერესებშიც ჯდება!
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! კი გამჭვირვალობას! კი საქართველოს დამოუკიდებლობას!
ღირსებით ევროპისკენ“, – წერს მამუკა მდინარაძე.
Previous: ჩხუბი პარლამენტში (ვიდეო)

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე