აშშ ჩინურ ელექტრომობილებზე საბაჟო გადასახადს გაზრდის

აშშ-ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაცია მომავალ კვირას ემზადება ჩინეთიდან იმპორტირებულ სუფთა ენერგეტიკულ პროდუქტებზე ტარიფებისა და ელექტრომობილებზე გადასახადების დაახლოებით ოთხჯერ გაზრდისთვის.
ამერიკული მედიის ცნობით, იმის ნიშნებმა, რომ ჩინეთი სუფთა ენერგიის პროდუქტების ექსპორტს ზრდის, ვაშინგტონში შეშფოთება გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში ჩინეთიდან იმპორტირებულ სუფთა ენერგეტიკულ პროდუქტებზე საბაჟო გადასახადისა და ჩინური წარმოშობის ელექტრომობილებზე გადასახადის 4-ჯერ გაზრდას გეგმავს.
ტარიფები სავარაუდოდ 14 მაისს გამოცხადდება და გავლენას მოახდენს ჩინეთიდან წარმოშობილ კრიტიკულ მინერალებზე, მზის ენერგიის პროდუქტებსა და ბატარეებზე.
-ს ოფიციალური პირები ყურადღებას ამახვილებენ ელექტრომობილების იმპორტზე და მოსალოდნელია, რომ ტარიფის განაკვეთი 25%-დან დაახლოებით 100%-მდე გაიზრდება.