Alibaba Group Holding-ის დამფუძნებელი $871 მლნ-ის აქციებს ყიდის

ომის სპონსორი Alibaba, ამერიკის სანქციების გამო, უარს ამბობს ბიზნესის განვითარების გეგმებზე და Alibaba Group Holding-ის დამფუძნებელი $871 მლნ-ის აქციებს ყიდის, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ჩინურმა ინტერნეტ გიგანტმა Alibaba Group Holding-მა გამოაცხადა, რომ უარს ამბობს Alibaba-ს დამოუკიდებელ კომპანიად გადაქცევის გეგმებზე. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია საუბარი.
ცნობილია, რომ შეერთებული შტატებიდან ჩინეთში მოწინავე კომპიუტერული ჩიპების ექსპორტზე შეზღუდვებმა შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ღრუბლოვანი სეგმენტის მუშაობაზე და იმის უნარზე, რომ შეასრულოს არსებული კონტრაქტის პირობები.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, Alibaba-მ გადაწყვიტა უარი თქვას თავისი ღრუბლოვანი ბიზნესის ჰოლდინგიდან ცალკე ბიზნესად გამოყოფაზე და ფოკუსირდება განყოფილებისთვის „მდგრადი ზრდის მოდელის“ შემუშავებაზე.
გარდა ამისა, კომპანიამ შეაჩერა საფონდო ბირჟაზე Freshippo-ს სასურსათო მაღაზიების ქსელის გამოტანის გეგმები.
ამ განცხადების შემდეგ, Alibaba Group Holding-ის დამფუძნებლის ჯეკ მამ კომპანიის 10 მილიონი ფასიანი ქაღალდების (ADR), საერთო ჯამში დაახლოებით, 871 მილიონ დოლარად გაყიდვის შესახებ გამოაცხადა.
-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიაში (SEC) შეტანილი დოკუმენტების მიხედვით, აქციებს 21 ნოემბერს JSP Investment-ი და JC Properties-ი გაყიდიან, რომლებიც ტრასტის ნაწილია.
კომპანიის ADR 16 ნოემბერს, ვაჭრობის ბოლოს, 9,1%-ით დაეცა და პარასკევს წინა ვაჭრობაში 4%-ით დაკარგა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მათი ღირებულება 10,2%-ით შემცირდა.