პარლამენტთან „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტი დღეს „გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ მესამე მოსმენით განიხილავს.
განხილვის დაწყებამდე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან “რუსული კანონის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
საპროტესტო აქციას უერთდებიან სტუდენტები. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა ვალდებულია, კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
დეპუტატების ნაწილი უკვე პარლამენტშია. ისინი სპეცრაზმის დახმარებით შევიდნენ შენობაში.