გაიმარჯვონ არჩევნებში და გააუქმონ – კანონის გაუქმება ნოემბერში შეუძლიათ! 14 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ჩვენ ვეტოს პროცედურას დაველოდებით, რომლის ფარგლებშიც შეუძლიათ ნებისმიერი სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდონ – მზად ვართ დისკუსიისთვის! დანარჩენს შევხედოთ!, – ეს განცხადება მედიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძემ ასევე, აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით არის ნული სამართლებრივი არგუმენტი“.
“იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა არის “ქართული ოცნების“ მხარეს. ხალხის მხარდაჭერა არის მათ შორის ამ კანონის მხარეს. ამიტომ არა აქვთ არჩევნებში გამარჯვების არავითარი იმედი.
ამ კანონთან დაკავშირებით ვერც ექნებათ ვერავითარი ობიექტური არგუმენტი, რადგან კანონი ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – „ენჯეომ“ წელიწადში ერთხელ დეკლარაცია უნდა შეიტანოს. დანარჩენი არის ტექნიკური ნორმები. როდესაც ამის მეტს კანონი არაფერს ითვალისწინებს, როგორ შეიძლება გქონდეს არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ?! – არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ ენჯეოებმა დაადეკლარირონ, თუ სად იხარჯება მათი ფული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.