ქუთაისში, საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ

ქუთაისში საპროტესტო აქცია მსვლელობით გრძელდება. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.
„საქართველო“, „არ რუსულ კანონს“, – სკანდირებენ ოფისთან მისული აქციის მონაწილეები. ისინი საყვირებით და შეძახილებით მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
მსვლელობა დღის ბოლოს ქუთაისის მერიის შენობასთან გადაინაცვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”