ერევნის საპროტესტო აქციებზე დააკავეს 150-ზე მეტი ადამიანი

13 მაისს პოლიციამ დააკავა ს ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის 151 მონაწილე. მათ სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ბრალდება ადმინისტრაციული მუხლით წარედგინებათ. ამ ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო news.am ავრცელებს.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ცდილობდნენ ქალაქის ქუჩების დაბლოკვას და სკანდირებდნენ ლოზუნგებს პრემიერ-მინისტრის, ს წინააღმდეგ. იუწყებიან, რომ პოლიციელები დემონსტრანტების დაკავებისას ძალას იყენებდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
საპროტესტო აქციები ერევანში დაიწყო 9 მაისს, როცა ათიათასობით მოქალაქემ ქალაქის ცენტრში მოიყარა თავი, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. მათი უმრავლესობა იყო მოძრაობის, “ტავუში სამშობლოს სახელით”, მხარდამჭერი. მოძრაობის ლიდერია სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიის ხელმძღვანელი ბაგრატ გალსტანიანი.
აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას აპროტესტებენ – ამ დოკუმენტით სომხეთი კონტროლს კარგავს ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებდა.
სასაზღვრო შეთანხმებას მიესალმნენ და ევროკავშირი, ასევე – ფაშინიანი, რომელსაც ოპოზიცია ტერიტორიის ყოველგვარი გარანტიების გარეშე დათმობაში სდებს ბრალს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს