გვჭირდება, განვითარების მატარებლის პირველ ვაგონში ყოფნა – პაატა რატიანი

„გვჭირდება, განვითარების მატარებლის პირველ ვაგონში ყოფნა,“ – ასე უპასუხა საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის დამფუძნებელმა და სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტმა პაატა რატიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას – რატომ გვჭირდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
“მე საქართველოს განვიხილავ როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რომელიც ამ სფეროში – სამედიცინო ტურიზმში პოზიციონირებს, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები. ნებისმიერი სფეროში, მათ შორის სამედიცინო ტურიზმში აუცილებელია განვითარება. ამისთვის კი გვჭირდება, ვიყოთ განვითარების მატარებლის პირველ ვაგონში“, – ამბობს პაატა რატიანი.
– რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
– წერტილი უნდა დაესვას გათიშულობას. უნდა იყოს თანამშრომლობის რეჟიმი. ჩვენ უნდა შევძლოთ დავინახოთ ერთმანეთის გაკეთებული კარგი საქმე და სხვისას ჩვენი წილი დავამატოთ; მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ გრძელვადიან წარმატებას.