პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ალაპარაკდა – რას პასუხობენ კიევში და რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე ომის 638-ე დღეს

უკრაინაში ომის დასრულებაზე ფიქრი რუსეთის პრეზიდენტმა 638-ე დღეს გადაწყვიტა. “დიდი ოცეულის” ლიდერების ონლაინშეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა ისიც თქვა, რომ მას არასდროს უთქვამს უარი სთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი ომის ტრაგედიებზე საუბრობდა, მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავდნენ. ოკუპანტების იერიშს 9 ოლქში ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. სწორედ ომის გამო არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა. თუმცა, ს საპასუხოდ არაფერი თქვა.
ფრონტზე ვითარება კრიტიკულია, სადაც, ბოლო 24 საათში, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 74 შეტაკება მოხდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ავდეევკის მიმართულებით – 30, კუპიანსკის მიმართულებით კი 12 თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინისგან განსხვავებით, არც ფრონტზე არსებული ვითარების და არც უკრაინის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას რუსეთი არ ავრცელებს. კიევში კი ამბობენ, რომ, ომის დაწყებიდან დღემდე, 321 800 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა, რუსებს დაურეკა და მათგან აიღო რჩევა, სად შეეძინა ქონება – სასაცილოა ხო?

უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე