ბათუმის საზღვაო აკადემიასთან შეკრებილ სტუდენტებს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის სასწავლებლები შეუერთდნენ

ბათუმის საზღვაო აკადემიასთან შეკრებილ სტუდენტებს, ს ხელოვნების უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის სასწავლებლები შეუერთდნენ. ისინი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და პროტესტში ერთვებიან.
აქციის მონაწილეები ამ დრომდე ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან იმყოფებიან და სასწავლებლის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ სტუდენტების ნაწილი შენობიდან გამოუშვას, ასევე მოუწოდებენ, რომ ადმინისტრაცია გაფიცვის რეჟიმში გადავიდეს.
„ჩვენ არ გვეშინია, აქ ვრჩებით, რომ ჩვენი მეგობრები გამოვიდნენ საზღვაო აკადემიის შენობიდან, რომელსაც არ ატარებენ. ჩვენ არ ვაპირებთ დარბევას და დაზიანებას, მშვიდობიან რეჟიმში ველოდებით, არ დავიშლებით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე ისმის შეძახილები: „გამოუშვი“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი