დეკანოიძე: პოლიციამ შეგვაყოვნა, ოპოზიციას არ მოგვეცა საშუალება, სხდომას დავსწრებოდით

ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოგვეცა საშუალება, რომ სხდომას დავსწრებოდით. ჩვენ სანამ კიბეებზე ჩამოვდიოდით გარეთ შეგვაყოვნეს პოლიციელებმა. სხდომა დასრულდა ერთ წუთსა და შვიდ წამში. ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო და არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და იქ თითქოს რამდენიმე ადამიანს თითქოს ლეგიტიმაცია მიანიჭებინეს. ეს არის არალეგიტიმური სხდომა და ყველა ის ადამიანი, ვინც გარეთ არის, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს პარლამენტი, ამ კანონის მიღებას და გათრევას არალეგიტიმაცური სხდომებითა და კონსტიტუციის დარღვევით აპირებს.
ამბობს დეპუტატი ხატია დეკანოიძე. დღეს, 13 მაისს იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმებოდა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მას სხდომის დაწყებიდან 1 წუთში დაუჭირა მხარი.