პიკაპის მარკის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებითაა დატვირთული, პოლიცია ჩიტაძის ქუჩაზე არ ატარებს

პიკაპის მარკის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებითაა დატვირთული, პოლიცია ჩიტაძის ქუჩაზე არ ატარებს.
აღნიშნულის გამო, აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილ მომიტინგეებს მოუწოდეს, რომ ჩიტაძის ქუჩისკენ გადაინაცვლონ.
მომიტინგეები ეცდებიან, რომ საკვებით და საჭირო ნივთებით დატვირთულ მანქანას პოლიციამ რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს.
პოლიციის მისამართით ისმის შეძახილები. მომიტინგეები პროტესტს საყვირებითაც გამოხატავენ.
პარლამენტის მთელ პერიმეტრზე სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მობილიზებაა.
აღსანიშნავია, რომ ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩის მიმართულებით საპოლიციო ძალები დაამატეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ