13 მაისის გაფიცვას 12 უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან

„რადიო თავისუფლებას“ ინფორმაციით, 13 მაისის გაფიცვას 12 უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან. ეს უნივერსიტეტებია:
· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;
· GIPA-ს სტუდენტები;
· საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები;
· ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები;
· თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები;
· კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები;
· ს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები;
· ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები;
· თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები;
· საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები;
· შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები;
· თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;
ჩამოთვლილთაგან მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტმა მიიღო მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის ერთი კვირით სრულად შეჩერების გადაწყვეტილება.
პარლამენტში „რუსული კანონის“ განხილვა 13 მაისს განახლდება. 14 მაისს კანონპროექტი პლენარულ სესიაზე განიხილება და შესაძლოა, ამავე დღეს გაიმართოს მესამე მოსმენით კენჭისყრაც.