“კანონის ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო” – მდინარაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

“კანონის ამოქმედება გადაიტანეთ ს შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო” – მდინარაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე
“ნამ­დვი­ლად წარ­მო­ვად­გენ ვე­ტოს, მაგ­რამ არ­ცერთ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ში არ შე­ვალ და თა­მაშს არ და­ვი­წყებ, ჩემი იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ! – გა­და­ი­ტა­ნეთ ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის ვადა 1-ელი ნო­ემ­ბრის­თვის“

განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და მის განცხადებას ასე გამოეხმაურა:

“სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, ვე­ტოს და­ვა­დებ, მაგ­რამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ში და მაგ თა­მაშ­ში არ შე­ვალ, შე­ნიშ­ვნე­ბის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ, უბ­რა­ლოდ რუ­სუ­ლი­აო – არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აღარ იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი, გა­უ­ნათ­დე­ბა ყვე­ლას გო­ნე­ბა და ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, რომ ქარ­თუ­ლია?

მე­ო­რე სა­ოც­რე­ბაც თქვა, სა­ოც­რე­ბა, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად აღი­ა­რე­ბა ჰქვია – ამოქ­მე­დე­ბა გა­და­ი­ტა­ნეთ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გო, ანუ, მა­ნამ­დე მაგ გა­უმჭვირ­ვა­ლე ფუ­ლით იქ­ნებ რა­მე­ნა­ი­რად და­გამ­ხო­თო – ეს თქვა ფაქ­ტობ­რი­ვად.

P.S. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აღარ იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი, გა­უ­ნათ­დე­ბა ყვე­ლას გო­ნე­ბა და ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, რომ ქარ­თუ­ლია? მთა­ვა­რია არ­ჩევ­ნე­ბის მერე ამოქ­მედ­დე­სო, “პრე­ზი­დენ­ტმა“,- წერს მდი­ნა­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბრი­ფინგზე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე ვე­ტოს და­დე­ბის სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა: “ნამ­დვი­ლად წარ­მო­ვად­გენ ვე­ტოს, მაგ­რამ არ­ცერთ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ში არ შე­ვალ და თა­მაშს არ და­ვი­წყებ, ჩემი იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ! – გა­და­ი­ტა­ნეთ ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის ვადა 1-ელი ნო­ემ­ბრის­თვის“

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე