ESPN ადასტურებს, რომ “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თანაგუნდელის ვიქტორ ოსიმენის შეძენის სურვილი “ჩელსის” აქვს, მაგრამ ლონდონური კლუბი პრობლემის წინაშე დგას.
ფინანსური ფეარ-პლეის გამო “ჩელსის” ახალი და მით უმეტეს ძვირად ღირებული ფეხბურთელების შეძენა გაუჭირდება, თუმცა კლუბისთვის პრიორიტეტული ქართველის ტრანსფერია.
ESPN აგრეთვე იტყობინება, რომ ხვიჩას სამსახურით აგრეთვე “მანჩესტერ სიტი”, “რეალი”, “ბარსელონა” და “ნიუკასლი” არინ დაინტერესებული, რომელთა შორის უფრო მეტად “ქალაქელები” აქტიურობენ.
აღნიშნულია, რომ “ნაპოლი” “კვარას” 115 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა და მასთან კონტრაქტის გაგრძელებას და ხელფასის მნიშვნელოვნად მომატებას აპირებს.