რატი იონათამიშვილი: გამოდის, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, თქვენ იძალადეთო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პრეზიდენტ ს განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კომენტარიც კი ზედმეტია ვეტოს მოტივაციაში შენიშვნების დაწერასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარზე.
დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზურაბიშვილმა მხოლოდ პოლიციას მოუწოდა, არ იძალადონ, ხოლო აქციის მონაწილეებს კი არა, რაც მისი შეფასებით, მთავარი მავნებლობაა.
“ერთი მთავარი მავნებლობა არ გამოგვრჩეს ს ბრიფინგიდან: პოლიციას მოუწოდა, არ იძალადოთო და აქციის მონაწილეებს – არა! გამოდის უთხრა, თქვენ იძალადეთო, აქაც გაიშიფრა! შენიშვნებს არ დავწერ ვეტოს მოტივაციაში და კანონი არჩევნების მერე აამოქმედეთო, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია.” – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თუკი გსურს, კონკრეტული სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარო, უნდა ეცადო, რომ ხელისუფლების სამივე შტო და მასმედია გავლენის ქვეშ მოაქციო, პარალელურად კი საზოგადოება დაარწმუნო, რომ მექანიზმები, რომელსაც საბოლოო მიზნამდე მიყავხარ, სინამდვილეში, ხალხის ინტერესებით არის ნაკარნახევი

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას