პრემიერი – პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება კიდევ უფრო მეტად არასერიოზული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი, თითქოს ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას დაკარგავს, კიდევ უფრო მეტად არასერიოზული.
კობახიძემ ამით ბრიფინგზე ჟურნალისტს უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, უღირს თუ არა ხელისუფლებას, რომ სასწორზე დადოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
„ორი დღის წინ თქვენი ტელევიზიიდან თქვენმა კოლეგამ აღნიშნა, რომ თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, ეს რა თქმა უნდა, ასევე, არასერიოზული თემაა. მან თქვა, რომ თუ შეჩერდება ვიზალიბერალიზაცია, ეს რუსეთის ინტერესებში იქნება. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ინტერესებში შედის. ხომ ხედავთ, რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი. მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვიღაცამ დაგვაშანტაჟოს პირობითად პერსონალური სანქციებით, მაგრამ ის, რომ ვიღაც გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ ქართველ ხალხ ვიზალიბერალიზაციას შეუწყვეტენ, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. პერსონალურ სანქციებზე საუბარი არასერიოზული იქნება და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება კიდევ უფრო მეტად არასერიოზული. ამიტომ, მგონი სჯობს, რომ სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ“,-განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად