გენერალ სირსკის თქმით, ფრონტზე რთული ვითარებაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ თავის ტელეგრამის არხზე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
„მიმდინარე კვირაში ხარკოვშჩინაში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ამჟამად იქ გრძელდება ბრძოლები საზღვრისპირა რაიონებში ს ფედერაციასთან საზღვრის გასწვრივ. ვითარება რთულია, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეინარჩუნონ თავდაცვითი ხაზები და პოზიციები, მტერს დარტყმებს აყენებენ,“ დაწერა მან.
სირსკის თქმით, აქტიური ბრძოლები გრძელდება კუპიანსკის, სევერსკის, ლიმანის, პოკროვსკსის მიმართულებებზე. ვითარება ძალზე დინამიკურად იცვლება.
„ზოგიერთ რაიონში მოწინააღმდეგეს ნაწილობრივი წარმატებები აქვს, სხვებში [უკრაინის] თავდაცვის ძალები მტერს განდევნიან და იუმჯობესებენ ტაქტიკურ მდგომარეობას,“ დასძინა სირსკიმ.
მთავარსარდლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა შექმნილი, მიმდინარეობს ქვედანაყოფების როტაცია, რათა სამხედრო მოსამსახურეებმა დაისვენონ და აღიდგინონ ბრძოლისუნარიანობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხელში ჩაიგდო რამდენიმე დასახლებული პუნქტი. უკრაინის ქვედანაყოფი „ჰოსტრი კარტუზი“ ადასტურებს, რომ ზოგიერთ რაიონში ისინი იძულებული გახდნენ საზღვრიდან უკან დაეხიათ. ინტერნეტში გამოქვეყნებული გეოლოკაციური ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის სამხედროებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავება შეძლეს და ახლა ბრძოლები მიმდინარეობს ამ დასახლებების სამხრეთით.
უკრაინული პროექტი Deep State ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედროებმა მოახერხეს ფეხის მოკიდება ოთხ სოფელში ხარკოვის მიმართულებით და ორ სოფელში ვოლჩანსკის მიმართულებით და ასევე მიუახლოვდნენ ქალაქ ვოლჩანსკის გარეუბნებს. ის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, 2022 წელს ქალაქი გარკვეული პერიოდის მანძილზე უკვე იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან