ევროკავშირის ელჩი – ვმუშაობთ და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან

მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი სთან და თბილისის მერ სთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის კომენტარის შესახებ.
„მე არ გავაკეთებ კომენტარს ამ ან სხვა პოსტთან დაკავშირებით, მაგრამ, ის, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან. საქართველოს მთავრობა ჩვენი მთავარი თანამოსაუბრეა. ჩვენ საქართველოს ყველა წინა მთავრობასთან ვმუშაობდით, ჩვენ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან. ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს“, – აღნიშნა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სთან და კახა კალაძესთან ერთად 11 მაისს გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ამას არსად მივყავართ!“.
„რატომ უნდა ვაძლევდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რატომ იმეორებს ევროკავშირი შეცდომებს და სიმამაცეს მატებს ავტოკრატებს? რისთვის არის ეს სურათები? ნდობის აწყობის ზომებისთვის საქართველოში ანტი-დემოკრატიული ძალებისთვის? ამას არსად არ მივყავართ!” , – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან