ოთარ შამუგია – ევროინტეგრაციის კონტექსტში, ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მიმართა.
ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა და მთავრობის წევრებმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.
„საქართველო წელს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს ევროპის დღეს. ევროინტეგრაცია ჩვენი პოლიტიკის მთავარი მდგენელია. ამ კონტექსტში ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში. საქართველოსთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული ბაზარი სწორედ ევროკავშირია. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები აისახება კონკრეტულ რიცხვებში. ჩვენ ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან