“ჩვენ ვირჩევთ ევროტურნირებს”, – აღნიშნული შინაარსის ბანერი ბათუმის “დინამოს” ფანკლუბის წევრებმა მატჩის დროს გაშალეს

ბათუმში, “აჭარა ბეთ არენას” საფეხბურთო სტადიონზე, სადაც ს “დინამო” საფეხბურთო კლუბ “თელავს” უპირისპირდება, “დინამო” ბათუმის ფანკლუბის წევრებმა ბანერი გაშალეს წარწერით “ჩვენ ვირჩევთ ევროტურნირებს”.
“დინამო” ბათუმის ფანკლუბის, “პირატების” წევრებმა ამ ფორმით საქართველოს ევროპულ გზას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ბანერზე ასევე დატანილია წარწერა: “არა რუსეთს”.

ასევე დაგაინტერესებთ