ირლანდიური მედიის ცნობით, დუბლინში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სულ მცირე 5 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 2 ბავშვია. დაშავებულთაგან 2 – ქალი და ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. ხუთივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თავდასხმა ირლანდიის დედაქალაქის ცენტრში ადგილობრივი დროით შუადღის ორ საათზე მოხდა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
