ვემზადებით საერთო საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის – პროფკავშირი „ლაბორი”

აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ აცხადებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ, საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადებიან. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, უკან გაიწვიოს კანონი.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას უკან გაიწვიოს კანონი რომელმაც დააპირისპირა საზოგადოება და უდიდესი ზიანი მოაქვს ამ ქვეყნისთვის. ჩვენი შეკრება მიიღოს გაფრთხილებად. მივმართავთ ჩვენს კოლეგებს, პროფკავშირის წევრებს დასაქმებულებს ჩვენ შეგვწევთ უნარი დავასრულოთ ის ძალადობა რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, პროფკავშირი „ლაბორი” მოვუწოდებთ მეხანძრეებს, მაშველებს, პედაგოგებს, კურიერებს, მძღოლებს ექიმებს გავერთიანდეთ საერთო მიზნებისთვის. და რადგან ხელისუფლება ქვეყნის საზიანოდ ჯიუტად აცხადებს უარს კანონმდებლობის უკან გაწვევაზე, ჩვენ ვემზადებით საერთო საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის რუსული კანონის და ქმედებების წინააღმდეგ, ამ ქვეყნის ნორმალური განვითარების შენარჩუნებისა და ევროპული მომავლისთვის”, – აცხადებენ პროფკავშირში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!