“ძალიან პრიმიტიული ხაფანგია, მაგრამ კი მუშაობს და რა გინდა რომ ქნა” – ლევან შენგელია

ქაშვეთში შევარდნილა სამი ნასვამი პირი გუშინ. მრევლის აღშფოთებას ეს ფაქტი უდავოდ გამოიწვევდა. რადგან არაფერი ვიცით ამათი ვინაობის შესახებ, ძნელი გამოსაცნობია, ვის წინააღმდეგაც იქნება მიმართული მრევლის ეს აღშფოთება?! ძნელი იყო ვითომ იმათი დაკავება?! თან ქაშვეთში, რუსთაველზე, სამართალდამცავების განსაკუთრებული ყურადღების ადგილზე!
ანუ რა ვიფიქროთ, ვის აწყობდა, ვინ იხეირა ამ ინციდენტით?! — ჰოოო! რა ვიცი, რა ვიცი.. ძალიან პრიმიტიული ხაფანგია, მაგრამ კი მუშაობს და რა გინდა რომ ქნა
P.S. გასაგები რომ იყოს – მე ცხადია არ ვიცი კონკრეტულად ვინ იყო ის სამი ხულიგანი, მაგრამ ვამბობ, რომ სწორედ მათი ინკიგნიტოდ დატოვება ტოვებს შესაძლებლობას მოხდეს მრევლის და საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, რაც უაღრესად საშიშია დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ