„მშობლების მარშის“ მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს შეუერთდნენ – მსვლელობა ევროპის მოედნისკენ გრძელდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეების შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს! – კი ევროპას!“, „სად მივდივართ? – ევროპაში”.
მარჯანიშვილის მოედანზე მისულმა მოქალაქეებმა გზაც გადაკეტეს და ევროპის მოედანზე მსვლელობით გადანაცვლებას აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ მარჯანიშვილი მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები დღეს მარშს 4 ლოკაციიდან გამართავენ და საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ