„დაველოდოთ, მეგობრებო, ვეტოს დაძლევამდე დროა“, – ღარიბაშვილი „აგენტების კანონის“ შესახებ

„მე არ შევალ ამ კანონის შინაარსში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან“, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, „აგენტების კანონის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
მისი სიტყვებით, „ვეტოს დაძლევამდე დროა“:
„აუცილებელია დიალოგის გაგრძელება. მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს გაუგებრობის განმუხტვა. ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის. დღეს რთული სიტუაციაა. ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, ხედავთ, რეგიონში როგორი ვითარებაა. ში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი. ეს ყველაფერი ამძიმებს გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში, მე ვარ მომხრე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა.
დაველოდოთ, მეგობრებო, ვეტოს დაძლევამდე დროა. ჩვენ დამშვიდება და სტაბილურობა გვჭირდება“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
კანონპროექტთან დაკავშირებით, ვეტოს საკითხი წამოწია 11 მაისს პოლიტიკური გადაცემების წამყვანებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მაც.
როგორც მან თქვა, პარტნიორებს შეუძლიათ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებული შენიშვნები პრეზიდენტის ვეტოში ასახონ:
„ბოლო შეხვედრების დროს მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მზაობა არის დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. თვითონ არ წერს ხოლმე ვეტოს კანონპროექტებს, ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში“, – განაცხადა მ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს, 10:00 საათზეა დანიშნული.
3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.