ყოფილი თანაგუნდელების, პარლამენტის VIII და IX მოწვევის დეპუტატების მიმართვა “ქართულ ოცნებას” – “დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა!”

“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის VIII და IX მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი არა გამჭვირ­ვა­ლო­ბა, არა­მედ სის­ტე­მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მტრად შე­რა­ცხვა, მათი დევ­ნა და და­ში­ნე­ბაა.

  • ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” მო­უ­წო­დე­ბენ, შე­წყვი­ტონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გამ­წვა­ვე­ბა და კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა.

“სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბულ­მა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტმა უდი­დე­სი საფრ­თხე შე­უქ­მნა რო­გორც, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით დეკ­ლა­რი­რე­ბულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კურსს, ასე­ვე დე­მოკ­რა­ტი­ას, მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, გა­სუ­ლი წლის მოვ­ლე­ნებ­მა ცხა­დად დაგ­ვა­ნა­ხა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის მკა­ფიო უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის” მი­მართ, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ და­არ­ღვია სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რე­ბა და ხე­ლახ­ლა გა­ნიზ­რა­ხა მისი მი­ღე­ბა, რი­თაც ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, ერ­თის მხრივ, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მე­ო­რეს მხრივ კი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­გობ­რებს შო­რის. ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბის ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს.

ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის თვით გან­ხილ­ვაც კი, ემ­სა­ხუ­რე­ბა არა გამჭვირ­ვა­ლო­ბის ინ­ტე­რესს, არა­მედ იმ ქვეყ­ნე­ბის მტრად წარ­მო­ჩე­ნას, რომ­ლე­ბიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს გვი­ჭერ­დნენ დე­მოკ­რა­ტი­ულ და გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, დღე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტო­რე­ბი არი­ან და რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია არა გამჭვირ­ვა­ლო­ბა, არა­მედ სის­ტე­მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის “მტრად” შე­რა­ცხვა, მათი დევ­ნა და და­ში­ნე­ბა, რო­გორც ეს ბოლო დღე­ე­ბის მოვ­ლე­ნებ­მაც გვაჩ­ვე­ნა. სა­გან­გა­შოა ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და მუ­ქა­რის ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აშ­კა­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სახე აქვს და რომ­ლებ­მაც უკვე მი­ი­ღო ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ფორ­მა. ვი­თა­რე­ბას ამ­ძი­მებს ის ფაქ­ტი, რომ შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ტო­ვე­ბენ ასეთ ძა­ლა­დობ­რივ შემ­თხვე­ვებს.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან დღემ­დე, ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის ვექ­ტო­რი არას­დროს დამ­დგა­რა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მხრი­დან. ყო­ველ­თვის, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო ის­წრა­ფო­და გამ­ხდა­რი­ყო და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლი ნა­წი­ლი. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ქმე­დე­ბებს ჩიხ­ში შეჰ­ყავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის – სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგარ, გან­ვი­თა­რე­ბულ, წელ­ში გა­მარ­თულ, ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შან­სი, ვი­ნა­ი­დან, ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო არა­თუ ვერ წა­ი­წევს წინ და­სავ­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, არა­მედ საფრ­თხეს შე­უქ­მნის ყვე­ლა იმ ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს, რო­მე­ლიც აქამ­დე მი­ვი­ღეთ.

შარ­შან­დე­ლის მსგავ­სად, ამ­ჯე­რა­დაც მივ­მარ­თავთ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს: გა­ი­აზ­რეთ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა; და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გამ­წვა­ვე­ბა; და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტეთ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ეკის­რე­ბა არა მხო­ლოდ მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, არა­მედ თი­თო­ე­ულ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად! სა­ქარ­თვე­ლოს გზა არის ევ­რო­პის­კენ და ამ გზას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს!”, – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ: თედო ჯა­ფა­რი­ძე – VIII მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი; სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე (2012-2016 წწ); თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი – IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); ეკა ბე­სე­ლია – VIII და IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ( 2012-2018 წწ) თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა – IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე (2016-2019 წწ.); დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი – IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); ირი­ნა ფრუ­ი­ძე – IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); აკა­კი ზო­ი­ძე – IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე (2016-2019 წწ.); ნინო გო­გუ­ა­ძე – IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი – IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); ლე­ვან კო­ბე­რი­ძე – IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე (2016-2019 წწ.); გი­ორ­გი მო­სი­ძე – IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის წევ­რი (2016-2019 წწ.); ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი – IX მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი; ანი მი­რო­ტა­ძე – VIII მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე; გი­ორ­გი ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლი – VIII მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი; სოსო ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი – VIII მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი; ფრაქ­ცია “ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის თავ­მჯდო­მა­რე”; გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე – VIII და XI მოწ­ვე­ვე­ბის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი.