“ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია, მოქმედებს, მაგრამ სადაც ქვეყანას სჭირდება პოზიციების დაცვა” –

“ჩვენ შანტაჟი და მუქარა გვესმის უკვე რამდენიმე წელია, ხან – ერთი სუბიექტის, ხან მეორის, ხან მესამის მხრიდან – აქეთ გვაშანტაჟებს, იქით კონკრეტული პოლიტიკოსები დასავლეთში გვაშანტაჟებენ; მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს, ეს უკვე წლებია, გრძელდება, მაგრამ სადაც ხარ მართალი და სადაც ხარ მყარად, შენს პოზიციებში და ღირსებაში, იქ ბოლომდე მიაღწევ შედეგს შენი ქვეყნისთვის” – ე სკომენტარი საქართველოს პრემიერ მინისტრს ეკუთვნის.

„სანქციებს რაც შეეხება, ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია, მოქმედებს. რეალურად 2008 წელს დაიწყო მისი ანგარიშის ძარცვა, თუმცა შემდეგ რაც იყო დარჩენილი, ის თანხები ერიცხებოდა, თუმცა ომის დაწყებისთანავე მას ამ თანხების გადმორიცხვაც შეუჩერდა. მაგრამ მისი პოზიცია არის ცხადი – სადაც სჭირდება ქვეყანას პოზიციების დაცვა, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება და შანტაჟის მიხედვით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა“ – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიოს განცხადება USAID-ის გაუქმების შესახებ, აღიარებაა იმ პრობლემისა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა და რის გამოც მას დემოკრატიის მტრად აცხადებდნენ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გაუმჭვირვალე იყო

პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო

მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო