„დემარშების გარეშე…“ – ლუკაშენკომ კუხოს საბჭოს სხდომაზე სომხეთის არ ყოფნა დაგმო

„დემარშების გარეშე…“ – ლუკაშენკომ კუხოს საბჭოს სხდომაზე სომხეთის არ ყოფნა დაგმო
ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) საბჭოს სხდომაზე სომხეთის არყოფნა დაგმო. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო BELTA იტყობინება.
მისი თქმით, შეხვედრაზე კუხოს წევრებმა კავკასიაში არსებული ვითარება და „კოლექტიური უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრის გარკვეული უკმაყოფილება“ განიხილეს, რაც ეხება სომხეთის გადაწყვეტილებას არ დაესწროს მინსკში ორგანიზაციის სამიტს.
„ერთ დასკვნამდე მივედით, რომ პრობლემური საკითხები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. თუ ჩვენ მათ მოგვარებას ვაპირებთ, მაშინ ისინი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, უმიზეზოდ, კონკრეტული მიზეზების და დემარშების გარეშე“, – აცხადებს ლუკაშენკო.
ამასთან, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ალეინიკმა განაცხადა, რომ კუხოში გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება და სომხური მხარის არყოფნის მიუხედავად, მისი თქმით, გადაწყვეტილებები ლეგიტიმური იქნება.
მანამდე კი, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა თქვა, რომ სომხეთს კუხოს მიმართ ბევრი კითხვა აქვს.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მ სომხეთი „ორ სკამზე დასხდომის მცდელობაში“ დაადანაშაულა.