ლატვიამ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

დღეს, 23 ნოემბერს, ლატვიის სეიმმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას სეიმის პრესსამსახური ავრცელებს. დეპუტატებმა გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ლატვიის სეიმი ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, რომ უკრაინისა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას მათაც დაუჭირონ მხარი.
“ლატვიას აქვს სპეციალური პასუხისმგებლობა, რომ ევროკავშირში მის პარტნიორებს შეახსენოს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გაძლიერება იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც თავისუფლების, დემოკრატიის, კანონისა და ადამიანების უფლებების გვერდით დგანან. მიუხედავად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მიმდინარე ჰიბრიდული ოპერაციებისა მოლდოვაში, ამ ქვეყნებმა უდიდესი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოებულიყვნენ როგორც ღირებულებებით, ისე მმართველობით. სეიმის განცხადება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მესიჯს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისთვის”, – თქვა სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ედმუნდ ჩეპურტმა.
სეიმი უკრაინასა და მოლდოვას ურჩევს, რომ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება. ამასთან ერთად, მიღებული დოკუმენტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ლატვიის მზაობას, რომ უკრაინასა და მოლდოვას რეფორმების გატარების კუთხით საჭირო მხარდაჭერა გაუწიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

საზოგადოება 16.01.2026 / 09:50აა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა. ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა – ევროპის ჩემპიონები გახდნენ. „წყვილმა მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალ პროგრამაში კი 139,80 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა; ორი პროგრამის ჯამში კი 215,76 ქულით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს მოკლე პროგრამაში იასპარეზა ნიკა ეგაძემაც, რომელმაც მოკლე პროგრამაში მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულ წყვილს ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ვერცხლი მათ 2024 წელს მოიპოვეს, 2025 წელს კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში. SS.GE როგორ მოხვდე აქ იყიდება კომერციული ფართი გლდანში იყიდება 3 ოთახიანი ბინა ისანში დალაგება, დასუფთავება გირავდება 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე სტამბული 520.9 ლარიდან fly.ge თბილისი – ლონდონი 1094.6 ლარიდან fly.ge დაესწარი კვარას თამაშს პარიზში – ფრენები 774.2 ლარიდან fly.ge იმოგზაურე ამსტერდამში 948.58 ლარიდან fly.ge ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს palitravideo.ge ამ მედიკამენტის თვითნებურად მიღება დაუშვებელია – რაზე საუბრობს ექიმი? palitravideo.ge ემანუელ მაკრონი საჯაროდ ჩასისხლიანებული თვალით გამოჩნდა – ელისეის სასახლე აღნინულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს palitravideo.ge საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი ტყლარწი გამოვლინდა – გაფრთხილება მშობლებს palitravideo.ge სამართალი 16.01.2026 / 10:40აა პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა