“ვწუხვართ კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობის გამო” – ობრაიენი საქართველოში ჩამოსვლამდე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენი რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ის 14-17 მაისს საქართველოსა და მონტენეგროს ეწვევა.
ობრაიენი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი სა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
საქართველოში ჩამოსვლამდე ობრაიენი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: მან “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებულ კანონპროექტს “კრემლის მიერ შთაგონებული” უწოდა და აღნიშნა, რომ ძალიანაა შეშფოთებული რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობისა და მათი დაშინების მცდელობის გამო.
“ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ იმ ადამიანების დაშინებითა და ძალადობით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს. ჩვენ ვგმობთ ამას. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციაში [NATO] გაწევრიანება, ჩაატარებს სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას”, – დაწერა ობრაიანმა X-ზე.
We are deeply troubled by the violence & intimidation of those opposing the Georgian draft Kremlin-inspired foreign influence law. We condemn this. A country intent on moving toward the EU and transatlantic organizations would conduct full, independent, and timely investigations. — Assistant Secretary Jim O’Brien (@StateEUR) May 10, 2024
რაც შეეხება ვიზიტის ოფიციალურ თემატიკას, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვიზიტის მიზანია “შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულების გამოხატვა ქართველი ხალხისა და საქართველოს აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლის სურვილის მიმართ”.
ს მოლოდინი აქვს, რომ საუბარი შეეხება მათ მიერ დაინიციირებულ რუსულ კანონსაც.
გამომდინარე იქიდან, რომ ჯეიმს ობრაიენი არის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ტელემედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, ელის თუ არა სანქციებს აშშ-სგან. კობახიძემ განაცხადა, რომ სანქციების საკითხის განხილვა “არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს”
“ასეთი რამ არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს. ნამდვილად არ შეესაბამება, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზოგადად, სანქციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოდგეს შანტაჟისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ და ხალხის წინააღმდეგ. ეს დე ფაქტო სანქცია ჩვენი პარტიის დამფუძნებლის [] მიმართ უკვე მოქმედებს, მაგრამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ამ სანქციამ მისი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სავარაუდოა, რომ “ქართული ოცნება” რუსული კანონის მე-3 მოსმენით მიღებას სწორედ 14 მაისს, ჯეიმს ობრაიენის საქართველოში ჩამოსვლის დღეს გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს