ხარკივს უტევს

ხარკივის მახლობლად, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რუსულმა ძალებმა სახმელეთო შეტევა დაიწყეს.
ს დამატებითი დახმარების გაგზავნა დასჭირდა სასაზღვრო რეგიონებში, ვინაიდან თავდასხმები იქაც გაძლიერდა. გარდა ამისა, უკრაინის თვადაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა დაარტყა სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკს მართვადი საჰაერო ბომბებითა და არტილერიით.
„დაახლოებით დილის 5 საათზე, მტერს ჰქონდა მცდელობა, გაერღვია ჩვენი თავდაცვითი ხაზი ჯავშანტექნიკის საფარქვეშ… ამ დროისთვის, ეს თავდასხმები მოგერიებულია. სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლები გრძელდება”, – აცხადებენ სამინისტროში.
უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელმაც უარი თქვა ვინაობის დასახელებაზე, თქვა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის საზღვრის შიგნით 1 კილომეტრით წინ წაიწიეს, ვოვჩანსკთან ახლოს.
წყაროს თქმით, ს ძალები მიზნად ისახავდნენ უკრაინის ჯარების 10 კილომეტრით უკან დახევას და ბუფერული ზონის შექმნას. მისივე თქმით, უკრაინული ძალები რუსების შეკავებას ცდილობენ.
უკრაინის პრეზიდენტმა მ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ძალები მზად იყვნენ შეტევისთვის. თუმცა, იქვე დასძინა, რომ შესაძლებელია, მოსკოვმა რეგიონში დამატებითი ჯარები გააგზავნოს.
მ რუსეთის ჯარების უდიდესი ნაწილი ხარკივის რეგიონიდან 2022 წელს განდევნა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც გასულ წელს რუსეთმა უკრაინულ კონტრშეტევას გაუძლო, რუსეთის არმია კვლავ შეტევაზე გადავიდა და ნელ-ნელა წინ მიიწევდა დონეცკის რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ