მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ სოფელ შულავერში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხა

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხა. ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.
თანამსახურებდნენ მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) და ბოლნისის მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე).
„ვულოცავთ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას ახალი ტაძრის შემატებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.